კაპიტალიზმის მსოფლიო კრიზისი და კლასობრივი ბრძოლის პერსპექტივები Georgian მსოფლიო პერსპექტივებზე დისკუსია არის საფუძველი რომლიდანაც ყველა დანარჩენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. არასტაბილურბა მსოფლიო მაშტაბით კიდევ უფრო გაღმავდა მას შედეგ რაც დაიწერა მსოფლიო პერსპექტივების დოკუმენტი 2009 წლის შემოდგომაზე. მაგრამ ძირითადი ხაზი პერსპექტივების დადასტურდა მარტის მოვლენებით. ეს ტექსტი არის შეჯამება ძირითადი საკითხების რომელითაც ალან ვუდსი წარსდგა 2010 წლის მსოფლიო კონგრესზე, დელეგატებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით.არის მსოფლიო ისტორიაში შემობრუნების, გეზის სრული ცვლის პერიოდები. ახლა, სწორედ ასეთი პერიოდი დგას. ბურჟუაზიული პრესა გაუთავებლად ლაპარაკობს აღდგენაზე, სიტუაციის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ის არ ჩანს. ბანკებზე მილიარდები დაიხარჯა, მაგრამ ისინი სესხებს არ გასცემენ. რატომ აღმოჩნდა რეცესიისგან თავის დაღწევა ასეთი რთული? იმიტომ, რომ ბურჟუაზიამ რეცესიისგან თავდასაღწევი საშუალებები ეკონომიკური ბუმის დროს გამოიყენა, რაც თვით ამ კლასის გადმოსახედიდანაც კი, ძლიერ უპასუხისმგებლო საქციელია.რეცესიის თავიდან არიდება, დაბალი სარგებლით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით სცადეს. ეს რომ არ ექნათ, ის უფრო ადრე დაიწყებოდა. სამაგიეროდ, ახლა რეცესია ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მარქსი ხსნის კრედიტის როლს კაპიტალიზმში, ის ხელოვნურად განავრცობს ბაზარს თავისი ბუნებრივი საზღვრების მიღმა. მაგრამ ნასესხები ფული უკან უნდა დაბრუნდეს, სარგებლითურთ. კრედიტი არ აქრობს კაპიტალიზმის ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს. კრედიტს შეუძლია მხოლოდ გადაავადოს კრიზისი, მაგრამ ისევე ამძაფრებს მას.ეს კრიზისი სულაც არ არის ლიკვიდურობის და კრედიტისა, როგორც ბურჟუა ეკონომისტები აცხადებენ. მარქსმა ახსნა, რომ ფულის ნაკლებობა კი არ ქმნის კრიზისს, პირიქით, კრიზისი იწვევს ფულის სიმცირეს. ეკონომიკური ბუმის დროს კრედიტის მიღება ადვილი იყო. ამერიკელ ღარიბებს ასესხეს იმდენი ფული, რამდენსაც ისინი ვერ დააბრუნებდნენ. ბანკებმა იყიდეს ეს ვალები და უფრო მეტი ფული გასცეს სესხად. შედეგად, დაგროვდა უზარმაზარი ოდენობა ვალებისა, რომელთა გადახდა არავის შეეძლო. ამერიკაში ნაშოვნ ყოველ დოლარზე, 1.4 გადასახდელი დოლარი მოდიოდა.ბურჟუები ამტკიცებენ, ისტორიულ გაკვეთილებზე ვისწავლეთო. მაგრამ, როგორც ჰეგელი ამბობდა, ვისაც კი თვალი გადაუვლია ისტორიისთვის, ყველა დაასკვნიდა, რომ მისგან არავის უსწავლია რამე. ბურჟუა ეკონომისტები ფიქრობდნენ, რომ ბუმი სამუდამოდ გაგრძელდებოდა. მათ შექმნეს თეორია, “ქმედითი ბაზრის ჰიპოთეზა”, რის თანახმადაც, მიწოდება და მოთხოვნა უცილობლად აბალანსებენ ერთმანეთს და ჭარბწარმოება შეუძლებელია. სინამდვილეში, ეს ახალი იდეა კი არა, ჟან ბაპტისტ საის კანონის გადამღერება გახლდათ, კანონის, რომელსაც სათანადო პასუხი მარქსმა ჯერ კიდევ როდის გასცა.ამ იდეებისგან აღარაფერი დარჩა. მმართველ კლასში პანიკა სულ უფრო იზრდება. მთავრობებს ვერ გაურკვევიათ, რა მოიმოქმედონ. კაპიტალიზმის მთელი 200 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ასეთ რთულ სიტუაციას არ შევხვედრივართ. პრობლემის უზარმაზარი მასშტაბები ბოლო 30 წლის განმავლობაში მზარდ წინააღმდეგობებს აირეკლავს.საბერძნეთი და ევროს კრიზისიევროს კრიზისი უმალ ხდება მსოფლიო კრიზისი, რადგანაც გლობალური ეკონომიკის პირობებში, ნებისმიერ სექტორში კრიზისი დაუყოვნებლივ მოქმედებს ყველა დანარჩენზე. გერმანულმა და ფრანგულმა ბანკებმა ასესხეს ფული საბერძნეთს. მათ უნდა ცოდნოდათ, რომ არსებობდა შესაძლებლობა, ფული არ დაბრუნებოდათ, მაგრამ სანამ ბუმი გრძელდებოდა და დიდი მოგება კეთდებოდა, ისინი ფიქრობდნენ? “მერე რა? საბერძნეთი პატარა, პერიფერიული ევროპული ეკონომიკაა. როგორ შეუძლია მას სერიოზული კრიზისის გამოწვევა?”დიალექტიკურად, ყველაფერი თავისი საწინააღმდეგოსკენ იცვლება. ის ფაქტორები, რაც ეკონომიკის აღმასვლას განაპირობებდა, ახლა ღრმა კრიზისისკენ ექაჩება მას. გლობალიზაცია ახლა წარმოდგება როგორც კაპიტალიზმის გლობალური კრიზისი. ერთი სექტორი დანარჩენებზე მოქმედებს და დომინოს პრინციპს ქმნის. საბერძნეთის კრიზისი მალევე გადაიქცა ესპანეთის და პორტუგალიის კრიზისად. შემდეგი იტალია, მას კი გაერთიანებული სამეფო მოჰყვება.ევროკავშირი ცდილობს აიძულოს საბერძნეთი ძლიერ შეკვეცოს დანახარჯები, რადგანაც კაპიტალისტური თვალთახედვით, სხვა გამოსავალი არ ჩანს. თუმცა, ეს კლასობრივი ბრძოლის “აფეთქებას” იწვევს, რაც ცხადად გვიჩვენებს თუ რა მომავალი ელის დანარჩენ ევროპას. ვალების გადასახდელად საბერძნეთმა უნდა შეწყვიტოს ხელფასების, პენსიების, და ა.შ. გაცემა. ხელფასები უკვე შემცირდა 20-30, პენსიები კი 30-40 პროცენტით. წლის ბოლოსთვის, მშრომელი მოსახლეობის მეხუთედი დაუსაქმებელი იქნება. საჯარო ინვესტიციები გაყინულია. ქვეყნის შიდა ვალი ახლა გაცილებით მეტია, ვიდრე 2001 წელს იყო.წელს საბერძნეთში უკვე შვიდი მასობრივი გაფიცვა მოეწყო, და კიდევ ბევრია მოსალოდნელი. ამის მიუხედავად, მთავრობა გააგრძელებს ხარჯების შემცირებას და საბერძნეთის ეკონომიკა კოლაფსს განიცდის, რადგან კიდევ უფრო შემცირდება მოთხოვნაც პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანა ვერასდროს გადაიხდის სესხს. ადრე თუ გვიან, ის გაკოტრდება, და სავარაუდოდ, ევროზონიდან გამოძევებულ იქნება. ეს კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახულ სოციალურ კრიზისს შექმნის. საბერძნეთი 1923 წლის გერმანიას დაემსგავსება.ქვეყანაში კოლაფსის შესაჩერებლად ევროკავშირმა დაახლოებით ტრილიონ დოლარიანი ფონდი შექმნა. რატომ ასეთი ხელგაშლილობა? საბერძნეთს ფული ძირითადად გერმანულმა და ფრანგულმა ბანკებმა ასესხეს. შესაბამისად, ქვეყნის გაკოტრება ამ ბანკების კოლაფსსაც გამოიწვევს. თუმცაღა, ამ ფონდს პრობლემები არ გადაუჭრია, უბრალოდ გადაავადა ისინი.მსხვილი საბანკო ვალები მსხვილ სახელმწიფო ვალებად იქცა. პრობლემის მასშტაბი რომ წარმოვაჩინოთ, ვიტყვით, რომ 1990 წელს იაპონის შიდა ვალი ქვეყნის მშპ-ს 65% იყო, დღესდღეობით კი დაახლოებით 200%-ია. წლის დასაწყისში ჟურნალმა ეკონომისტმა სარედაქციო სტატიაში განაცხადა : “ 2008 წელს ისტორია გაიხსენებ როგორც წელს, როცა ბანკები ჩამოინგრნენ. აი 2010 კი, ისტორიაში შევა სახელმწიფოების კოლაფსის წლად”. ეს უკვე მოხდა ისლანდიაში, პატარა და პერიფერიალურ ეკონომიკაში. სხვებიც გაიზიარებენ მის ბედს.ფუნდამენტური წინააღმდეგობებირა არის კაპიტალისტური კრიზისის მიზეზი? ჩვენ უნდა შევახსენოთ, უპირველეს რიგში ჩვენს თავს, რომ პროგრესისთვის მთავარი ბარიერი ორი რამ არის :1. წარმოების საშუალებათა კერძო მფლობელობა2. ერი-სახელმწიფოპირველ პრობლემას ბურჟუაზია ნაწილობრივ ჭრიდა კრედიტების გაზრდით (რისი გაკეთებაც მას აღარ ძალუძს), მეორეს დროებით გადაჭრა კი გლობალიზაციით, მსოფლიო ვაჭრობის მასიური ზრდით, ტარიფების საყოველთაო კლებით, შრომის გლობალური დანაწილების ინტენსიფიკაციით მოხერხდა.თანამედროვე პირობებში. ერი-სახელმწიფოს ლიმიტები მეტისმეტად ვიწროა იმისათვის, რომ დაიტიოს ჭარბი საწარმოო ძალები. თუმცა, კაპიტალისტურ მსოფლიო ბაზარში ჩინეთის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის ჩართვა, ასევე მასში მეტი მონაწილეობა ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ინდოეთი, ნიშნავს, რომ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო ბაზრის ფერხულში დედამიწის მთელი მოსახლეობაა ჩაბმული. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს მძლავრი სტიმული აღმოჩნდა ეკონომიკისთვის.ჩინეთში მილიონობით გლეხი მიაწყდა ქალაქებს და მოექცა შრომის ბაზარში. უცხოელმა კაპიტალისტებმა ჩადეს დიდძალი თანხები თანამედროვე ქარხნების მშენებლობაში, სადაც დაქირავებულთ მონებივით, დიკენსის ეპოქის პირობებში უხდებოდათ მუშაობა. ეს ძალიან დიდი წყარო იყო კაპიტალისთვის, დამატებით ღირებულების საექსპლუატაციოდ. მოკლე ხანებში მან დიდ მოგება მოიტანა.მაგრამ, როგორც ავხსენით, ადრე თუ გვიან, ამ უზარმაზ ჩინურ საწარმოებს უნდა გამოეშვათ პროდუქტი, რომლებიც გაიყიდებოდა უცხოურ ბაზრებზე. მიუხედავად ზომისა, ჩინეთის შიდა ბაზარი ვერ შეძლებს აითვისოს ამდენი ნაწარმი. ჩინეთმა უნდა გაიტანოს საქონელი ექსპორტზე აშშ-სა და ევროპაში – მაგრამ ეს ახალ წინააღმდეგობებს წარმოშობს.აშშ-ში უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ანტი-ჩინური განწყობა და პროტექციონისტური ტენდენციები სულ უფრო იკიდებს ფეხს. გავიხსენოთ, რომ პროტექციონიზმი არაფერია, თუ არა უმუშევრობის ექსპორტის მცდელობა. ასე რომ, გლობალიზაცია არ სპობს კაპიტალიზმის ფუნდამენტურ წინააღმდეგობებს, მეტიც, ხელახლა წარმოშობს მათ უფრო დიდი მასშტაბებით.ბურჟუა პოლიტიკოსებს და ეკონომისტებს არ აქვთ პრობლემების გადაჭრის გზები, მაგრამ ისინი თანხმდებიან ერთ რამეზე : “ჩვენ უნდა შევუტიონ ცხოვრების დონეს”. ეჭვგარეშეა, ეს ყველაზე ღრმა კრიზისია ისტორიაში, მაგრამ აქაც ვაწყდებით ერთ წინააღმდეგობას : რატომ იმართება ასე ცოტა გაფიცვები?ცნობიერების ჩამორჩენადიალექტიკური მატერიალიზმი გვასწავლის რომ ადამიანის ცნობიერება კონსერვატიული ფაქტორია. ის ყოველთვის ჩამორჩება მოვლენებს. ამერიკელ და ევროპელ მშრომელთა დღევანდელი ცნობიერება არის ბოლო 50 წლიანი პერიოდის პროდუქტი, როდესაც გაუმჯობესდა ცხოვრების დონე. შედეგად მუშათა კლასმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო ამჟამინდელი კრიზისის სერიოზულობა. მათ სჯერათ რომ ეს არის რაღაც დროებითი, გადაცდენა ნორმიდან, რომელიც საბოლოოდ ჩაივლის. მუშათა კლასი დროებით თავზარდაცემულია და მიიღებს ცხოვრების დონის დაწევას სანამ ის არ მიაღწევს კრიტიკულ ეტაპს როცა ისინი იტყვიან: საკმარისია!პროფკავშირებისა და რეფორმისტული პარტიების ლიდერები ამ განწყობაზე თამაშობენ. ისინი ურჩევენ მუშებს გაიღონ მსხვერპლი, მიიღონ შემცირებები და მოიჭირონ თავიანთი ქამრები ცოტა ხნით. შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება. კრიზი დასრულდება და ჩვენ დავუბრუნდებით „ნორმალურ“ მდგომარეობას. ამ კომფორტულ ილუზიას ბურჟუა კომენტატორმა უპასუხა: „დიახ, ადრე თუ გვიან ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ მდგომარეობას. მაგრამ ეს იქნება ახალი ნორმალური მდგომარეობა“პერიოდი რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ არ იქნება ბოლო პერიოდის მსგავსი. არათუ ბურჟუაზიას არ შეეძლება შეეძლება შემოგვთავაზოს ახალი რეფორმები, არამედ მას არ შეეძლება შეინარჩუნოს ის რეფორმებიც კი რომლებიც მუშათა კლასის ძველი ბრძოლების შედეგად მიიღწა. უამრავი ფული არის ბანკებისთვის, მაგრამ არა საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის ან პენსიებისთვის. პერსპექტივა ერთია, ცხოვრების დონის დაწევა, უმუშევრობა და შემცირებები.მაგრამ ბურჟუაზია სერიოზულ პრობლემას ხვდება. ბოლო 50 წლის განმავლობაში მუშათა კლასი განუზომლად გაძლიერდა. მისი ორგანიზაციები დაუზიანებელია. მშრომელები საფრანგეთიდან, იტალიიდა და სხვა ქვეყნებიდან არ აპირებენ უბრძოლველად მიიღონ ცივილიზებული ცხოვრების ელემენტების განადგურება. შემდეგ ეტაპი კლასობრივი ბრძოლის გამძაფრებაა. მაგრამ ეს დროს ითხოვს, რასაც ჩვენი ყოფილი ამხანაგები ესპანეთიდან ვერ მიხვდნენ.სანამ კაპიტალისტები არ მოსპობენ კოლოსალურ არარეალიზებულ საწარმოო პოტენციალსა და ვალებს, არანაირი იმედი რეალური აღდგენის არ არსებობს. ეს ნიშნავს წლობითა და დეკადობით სოციალურ არასტაბილურობას. როგორც ზევით წინ, ჩვენ შევდივართ ომების, რევოლუციებისა და კონტრ-რევოლუციების გრძელ პერიოდში. ამის საფუძვლებს უკვე ვხედათ რამდენიმე ქვეყანაში. აჯანყება იყო ყირგიზეთში, რომელიც გადაიქცა სექტანტურ ძალადობად ლიდერობის უსუსურობის გამო. არ დაგავიწყდეთ რომ ლენინისა და ტროცკის ბოლშევიკური პარტიის გარეშე 1917 წლის რევოლუცია გადაიქცეოდა შავ რაზმელთა ორგიად. და შემდეგ „ექსპერტები“ იტყვიან: რევოლუცია? რა რევოლუცია? არანაირი რევოლუციის შესაძლებლობა არ არსებობდა 1917 წელს რუსეთში!ირანის რევოლუციაჩვენ ვნახეთ ნახევრად აჯანყება ბანგკოკში, სადაც მასებმა აჩვენეს უზარმაზარი სიმამაცე მაგრამ დამარცხდნენ კვლავაც არაადეკვატური ლიდერობის გამო. მილიონობით ადამიანი მოქმედებაში მოვიდა მიუხედავად სასტიკი რეპრესიისა. ახლა, გაურდაუვლად, ის დასუსტდა. ეს არ არის გასაკვირი. რაც მე ვნახე გასაკვირი არის ის თუ რა დიდი ხანი გასტანეს ლიდერობის სისუსტის ფონზე.წარმატებისთვის, მოძრაობას დასჭირდება საერთო გაფიცვა და საბჭოები. თუ ირანში რევოლუციური პარტია, როგორც ბოლშევიკური პარტია, იქნებოდა მაშინ რეჟიმის დამხობა შედარებით ადვილი იქნებოდა. მაგრამ ეგრეთ წოდებულმა „ავანგარდნა“ გამოიჩინა უუნარობა. ეს იყო სამარცხვინო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.„ვისაც სურს წმინდა რევოლუცია, ის მას ვერასდროს ნახავს“ თქვა ლენინმა. ზოგიერთი უიმედო ადამიანი უარყოფს რომ ეს იყო რევოლუცია. მოძრაობა წამოვიდა ხალხისგან მაგრამ გადამწყვეტ მომენტში როდესაც რეჟიმის ჩამოგდების საკითხი დაისვა ლიდერებმა ის მიატოვეს, 26 დეკემბერს აშურას აჯანყების დროს. მასებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და რეაქტიული თვითმფრინავი მზად იყო ჰომენეის ირანიდან გასაქცევად.ჩვენ ვთქვით რომ ირანის რევოლუცია დაიწყო. იგივე გაგებით, რუსეთის რევოლუცია დაიწყო 1917 წლის თებერვალში და 1931 წელს დაიწყო ესპანეთის რევოლუცია. რევოლუცია არ არის ერთ მოქმედებიანი დრამა. ის გადის წინსვლისა და უკან დახევის პერიოდებს, როგორც „2 შავი წელი ესპანეთში და „ივლისის დღეები“ რუსეთში 1917 წელს, როდესაც ბოლშევიკები გადავიდნენ მიწის ქვეშ და ლენინი გაიქცა ფინეთში. მაგრამ ესეთი ეტაპები მხოლოდ ამზადებენ ახალ და უფრო ძლიერ წინსვლებს. იგივე იქნება ირანშიც.თუ ჩვენ დავუბრუნდებით ირანს, ჩვენ დავინახავთ ამერიკული იმპერიალიზმის ლიმიტებს. შეჭრმა არაფერი არ გადაწყვიტა. რეალურად, აშშ დაამარცხა ერაყელთა წინააღმდეგობამ. ომმა მოითხოვა უდიდესი რესურსები, აშშ-ს 2 მილიარდი დოლარი უჯდებოდა კვირაში. მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყანასაც კი არ შეუძლია აიტანოს სისხლისა და ოქროს ასეთი ჰემორაგია. და ახლა ისინი იძულებულნი არიან დატოვონ ერაყი.სულ რასაც მათ მიაღწიეს არის ახლოა ღმოსავლეთი დესტაბილიზაცია, იმპერიალიზმის საკვანძო არე. არაბეთის ბურჟუაზიულ რეჟმებს საუდის არაბეთის/ეგვიპტის/მაროკოს/იორდანიის ემუქრებათ საფრთხე. ეგვიპტეში დიდი გაფიცვები იყო. ირანის წარმატებულ რევოლუციას შეუძლია შეცვალეს მთელი სიტუაცია. მე არ ვიცი ზუსტად რა ტიპის მთავრობა შეცვლის ირანის დღევანდელ რეჟიმს მაგრამ ეს არ იქნება ფუნდამენტალისტური რეჟიმი! ეს გადაწყევტილია!ყველგან ჩანს ცვლილებების საწყისები. აშშ-ც კი არის ცვლილება. ობამასთვის ხმის მიცემა ნიშნავდა ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, რათქმაუნდა ცვლილება არ მოხდა. უკანასკნელ პერიოდში 2 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სახლი აშშ-ში. იქ არის კარვების ქალაქები და უფასო სუპები, როგორც ეს იყო 1930იან წლებში. კალიფორნიაშიც კი არის უმუშევრობის მაღალი დონე და ღრმა შემცირებები. ისინი ხურავენ პარკებსაც კი! ეს ნიშნავს იმას რომა მერიკული ოცნება დასრულდა. ობამას მხარდაჭერა მკვეთრად დაეცა, 60% დან 40% მდე. ყველა ქვეყანაში არის ღრმა სიბრაზის, იმედგაცრუების, უკმაყოფილებისა და უსამართლობის გრძნობა რომელიც გზას უმზადებს რევოლუციურ განვითრებას ყველა ქვეყანაში ამა თუ იმ სისწრაფით.ლიდერობის კრიზისილეონ ტროცკი წერდა „გარდამავალ პროგრამაში“-ში, რომ შესაძლებელია კაცობრიობის კრიზის დაყვანა პროლეტარიატის ლიდერობისა და მისი ორგანიზაციების კრიზისამდე. ეს თეზისი დღესაც აქტუალურია. ერთ-ერთ მის ბოლო სტატიაში „Trade Unions in Epoch of Imperialist“, ტროცკიმ ახსნა, რომ ზოგიერთი პროფკავშირის ლიდერებს ორგანული მიდრეკილება აქვთ შეერწყან კაპიტალისტურ სახელმწიფოს. ამას ჩვენ ვხედავ ყველგან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.ყველა ქვეყანაში პროფკავშირები უიმედოდ ცდილობენ შეთანხმების მიღწევას კაპიტალისტებთან. მათ სურთ მშვიდი ცხოვრება. მათ უნდათ რომ მიიღონ თავიანთი წილი რომელსაც გაუნაწილებენ თავიანთ წევრებს, მაგრამ დღევანდელ დღეს ბურჟუაზიას არაფერია აქვს შესათავაზებელი გარდა უფრო და უფრო მეტი შემცირებებებისა. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უმეტესად მემარჯვენე პროფგაერთიანებების ლიდერებიც კი იძულებლნი იქნებიან რომ იბრძოლონ უკეთესი პირობებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ყველა შეთანხმება ჩაიშლება.იტალიაში CGIL-ის ლიდერები ცდილობდნენ შეთანხმებას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ისინი იძულებულნი აღმოჩნდნენ დაეწყოთ საერთო გაფიცვა, მიუხედავად ამისა მათ 4 საათამდე შეამცირეს გაფიცვის დრო. ესპანეთშიც მსგავსი სიტუაცია იყო, პროფკავშირებს შეთანხმება სურდათ, მაგრამ ეს კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სექტემბერში დაიწყო საერთო გაფიცვა. უკვე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ მსგავს პროცესებს ჩვენ ყველგან ვიხილავთ.ჩვენ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ საერთო გაფიცვის სლოგანს. ესპანეთის სექციის ყოფილ ლიდერებს ტერმინი საკმაოდ გაფეტიშებული. ისინი გაზეთის ყველა ნომრის ყდაზე გამოდიოდნენ საერთო გაფიცვის სლოგანით. ეს რათქმაუნდა მთლიანად მცდარი მიდგომაა, თუმცა თუ თქვენ გაიმეორებთ მუდამ რომ 12 საათია, თქვენ მაინც 2 ჯერ იქნებით მართალი დღის განმავლობაში.შეუზღუდავი საერთო გაფიცვა კითხვის ქვეშ აყენებს ძალაუფლების საკითხს - ეს რევოლუციური ქმედებაა. მაგრამ ერთ დღიანი გაფიცვა არის მხოლოდ დიდი დემონსტრაცია. რათქმაუნდა ჩვენ მხარს ვუჭერთ ამგვარ ქმედებებს, რადგან ამის საშუალებით მუშათა კლასი გრძნობს თავის რეალურ ძალას. ჩვენმა ყოფილმა ამხანაგებმა ჩათვალეს რომ ამან შეიძლება ჩაშალოს ბურჟუაზიის გეგმები თუმცა ეს არის მცდარი. დღევანდელი კატაპილიზმის საერთო კრიზისის ფონზე შეუძელებელია საკითხის ამგვარად გადაწყვეტა. შეხედეთ საბერძნეთს, სადაც პროფკავშირების ლიდერები პერიოდულად მოუწოდებენ მუშებს საერთო გაფიცვისკენ , რათა დაღალონ მშრომელები. ეს გაფიცვები არ აიძლებენ პაპანდრუეს და მის მთავრობას ხელი აიღონ შემცირებების პროგრამაზე.რამდენჯერ მოხდა მუშების გაფიცვა ათენში და სხვა დიდ ქალაქებში, და დღესაც, პროფ გაერთიანებების ლიდერებს შეუძლიათ იგივე რაოდენობის და უფრო მეტი მუშა გამოიყვანონ „საერთო გაფიცვაზე“ , მაგრამ პაპანდრეუ კვალვაც უარს ამბობს თავისი პროგრამის შეჩერებაზე. კაპიტალისტურ ბაზისზე მას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, გარდა შემცირებებისა. მაშასადამე, გაფიცვები დაიწყებენ ნელ-ნელა შესუსტებას.მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუშათა კლასისა და ახალგაზრდების მოწინავე ფენები გამოიტანენ სწორ პოლიტიკურ დასკვნებს. კომუნისტებმა უნდა უთხრან სიმართლე მუშებს. როგორც ტროცკიმ აუხსნა ესპანელ კომუნისტებს 1931 წელს, თუნდაც ყველაზე მღელვარე გაფიცვები საკითხს მაინც ვერ წყვეტს ფუნდემენტალურად. ჩვენ უნდა ავხსნათ რომ შეუძლებელია კაპიტალიზმის ფუნდამენტური წინააღმნდეგობების გადალახვა. ერთადერთი გამოსავალი მუშათა კლასისთვის არის ძალაუფლების ხელში აღება.ვენესუელის რევოლუცია გზაჯვარედნიზეადროის ამ მომენტში, ლათინური ამერიკა მსოფლიო რევლუციის ფრონტალურ ხაზზეა, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. ვენესუელი რევლუციამ 11 წელიწადს გასტანა. ეს ფაქტი თავისთავად გვიჩვენებს რომ სიტუაცია არ ჰგავს 1930 იან წლებს. მაშინ რევოლუციურ სიტუაციას არ შეეძლო დიდი ხანი გაეძლო. ის მალე დასრულდებოდა რევოლუციის გამარჯვებით - ან კონტრ-რევოლუციის.მიუხედავად ამისა დღეს კლასთა განსხვავებული შეფარდებაა. წარსულში, რევოლუციები სწრაფად სრულდებოდა თუ ის არ გაიმარჯვებდა. დღეს, აშშ-ს არ შეუძლია შეიჭრას ადვილად, სულ მცირე პირდაპირ მაინც. ვენესუელური ბურჟუაზია არაა იმდენად ძლიერი რომ დაამყაროს რეაქცია, მაგრამ თავის მხრივ მშრომელები პარალიზებულები არიან ლიდერობის სისუსტისა და რეფორმიზმის ზეწოლის გამო.ვენესუელური რევოლუცია ახლა გადის ნაწილობრივ საშიშ პერიოდს. ასეთი გრძელი პერიოდის შემდეგ გამოჩდა დაღლილობისა და იმედგაცრუების ელემენტები. გამორიცხული არ არის მემარჯვენეებმა მოიგონ არჩევნები სექტემბერში. ეს დასვამს ძალაუფლების საკითხს. ან ჩვენ დავამთავრებთ სამუშაოს და გავანადგურებთ ბურჟუაზიის ძალას ან საფრთხე იქნება კონტრ-რევოლუციის. ვენესუელელი მარქსისტების როლი აქ განსაუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თუ ჩვენ მოვიპოვებთ მხარდაჭერას აქტივისტთა მოწინავე ნაწილზე რომელიც ითხოვს რევოლუციურ გადაწყვეტას.ჩინეთში რეალური პერსპექტივა არსებობს კლასობრივი ბრძოლის. ინდუსტრიის განვითარება ანვითარევს მუშათა კლასს - უდიდესი და პოტენციურად ყველაზე ძლიერუ მუშათა კლასი პლანეტაზე. ჩინეთში ახალგაზრდა მუშები ქარხნებში არ შეურიგდებიან ცუდ პირობებს. იქ იყო გაფიცვათა ტალღები. მე მითხრეს რომ გუანდუნში გაფიცვა ლეგალური გახდა. ეს დროის ნიშანია.ავღანეთში ომის მოგება შეუძლებელია. იმპერიალისტებმა დესტაბილიზაცია მოახდინეს ცენტრალური აზიისა და პაკისტანის. სადაც არ უნდა შეხედა ყველგან არის უკიდურესი მღელვარება ყველა დონეზე - ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და სამხედრო დონეებზე. არის სისტემის საბოლოო დაცემის სიმპტომები. კაპიტალიზმის ბაზისზე გამოსავალი არ არსებობს. ერთადერთი გზა მუშათა კლასისთვის არის ძალაუფლების ხელში აღება. ადრე თუ გვიან, ერთ ქვეყანაში ან მეორეში, ეს დღის წესრიგში დადგება.საკითხი არაა მუშები იბრძოლებენ თუ არა. საკითხია იქნება თუ არა მზად ინეტრნაციონალი ჩაერთოს მოძრაობებში რომლებიც გარდაუვლად დაიწყება.