ალან ვუდსი რუსეთის რევოლუციაზე - ნაწილი პირველი, “სტალინიზმის აღზევება გრადუალური პროცესი იყო”

Georgian translation of Alan Woods on the Russian Revolution – Part One, "The rise of Stalin was a gradual process" (November 7, 2008)

[რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 93 წლის თავი. ეს იყო რევოლუცია სადაც ისტორიაში პირველად საზოგადოების ჩაგრულმა კლასებმა და ფენებმა ავანგარდული პარტიის ლიდერობით ხელში აიღეს პოლიტიკური ძალაუფლება. მიუხედავად ბოლშევიკური პარტიისა და რუსი პროლეტარიატის თავდადებული ბრძოლისა რევოლუციამ არ მიიღო პერმანენტული სახე ანუ ის არ გავრცელდა ევროპის მოწინავე ქვეყნებში, უპირველესად კი გერმანიაში რაც უპირველეს ყოვლისა გერმანული პროლეტარიატის ლიდერობის ღალატმა გამოიწვია რასაც თან დაერთო საბჭოთა კავშირში მომხდარი სტალინისტური პოლიტიკური კონტრ-რევოლუცია და ანტი კომუნისტური, სოციალიზმის ერთ ქვეყანაში აშენების “თეორია” რაც ტაქტიკურ დონეზე გამოიხატა კომუნისტურ პარტიებში “ეტაპების თეორიის” დანერგვაში რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი რევოლუციისთვის პერმანენტული ხასიათის მიცემას. ამ ინტერვიუში, რომელიც ინტერნაციონალური მარქსისტული ტენდენციის თავმჯდომარემ ალან ვუდსმა მისცა მემარცხენე ჟურნალ სუდესტადას, იგი ხსნის საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიული დეგენერაციის ობიექტურ მიზეზებს და აანალიზებს პარტიასა და საზოგადოებაში განვითრებულ ტენდენციებს და მათ გამოხატულებებს პიროვნულ დაპირისპირებებში.

გ.ჩ]

კ: რა როლი დააკისრეს რუსმა მასებმა ტროცკის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ როცა ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა?

ავ: ტროცკის როლი ოქტომბრის რევოლუციის დროსაც და მის შემდეგაც იყო უზარმაზარი. ლენინს მაღალი წარმოდგენა ჰქონდა ტროცკიზე. მან თქვა, მაგალითად 1917 წლის 14 ნოემბერს: “ტროცკი დიდი ხნის წინ მიხვდა რომ მენშევიკებთან კავშირი შეუძლებელი იყო, და ამის შემდეგ მასზე უკეთესი ბოლშევიკი არ არსებობს” ლეონ ტროცკი უნივერსალურად იყო მიჩნეული მეორე ლიდერად პარტიაში ლენინის შემდეგ. ფაქტობრივად, მასები (და ასევე რევოლუციის მტრები) ინსტიქტურად ბოლშევიკურ პარტიას უწოდებდნენ ლენინ-ტროცკის პარტიას.

კ: რა იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ სტალინმა მიიღო უზარმაზარი მნიშვნელობის პოსტები პარტიაში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ?

ავ: მუშაობის ორგანიზაციული მხარე კოლოსალურ მნიშვნელობა ენიჭებოდა რევოლუციის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებს ჰქონდათ პასუხიმსგებლობა ემართათ დიდი სახელმწიფო აპარატი, გამოეკვებათ მოსახლეობა, შეენარჩუნებინათ სატრანსპორტო სისტემის ოპერატიულობა და ა.შ., მაშინ როდესაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. სამუშაომ პარტიული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვა, რომლებიც ჩაერთნენ სახელმწიფო აპარატის მუშაობაში. ასეთ სიტუაციაში იყო ნათელი საფრთხეები და ლენინს სურდა პარტიას შეენარჩუნებინა მკაცრი კონტროლი ამ სამუშაოზე.

სვერდლოვი, როგორც პარტიის გენერალურმა მდვივანმა შესანიშნავად შეასრულა ეს ამოცანა. ის იყო ბრწყინვალე ორგანიზატორი, ღირსეული კაცი, სრულად თავისუფალი პიროვნული ამბიციებისგან და სრულად ერთგული რევოლუციისა და პარტიისადმი, თუმცა ის არ იყო თეორეტიკოსი. როდესაც 1919 წელს სვერდლოვი გარდაიცვალა, ლენინი ეძებდა კარგ ორგანიზატორს ძლიერი ხასიათით რომელიც შეძლებდა სამუშაოს ამ ასპექტის შესრულებას. ლენინი ფიქრობდა რომ სტალინი ითამაშებდა სვერდლოვის როლს. მაგრამ შეცდა. სტალინმა გამოიყენა თავისი პოზიცია პარტიაში და სახელმწიფო აპარატი (რომლებიც უკვე მზარდად განაპირობებდნენ ერთი მეორეს) რათა დაეწინაურებინა თავისი ახლო მეგობრები და მოეხდინა ძალაუფლების კონცენტრაცია თავის ხელებში. ლენინმა მოგვიანებით გაუკეთა კომენტარი მის ე.წ. ანდერძში.

კ: როგორ ფიქრობთ რატომ გადაწყვიტა ტროცკიმ არ ჩრეულიყო ქართული საკითხის განხილვაში (მიუხედავად იმისა რომ მან იცოდა ლენინის პოზიციის შესახებ და მისი სურვილი ებრძოლა სტალინის პოზიციის წინააღმდეგ) და რატომ არ დაეთანხმა ის გენერალური მდივნის შეცვლას XII ყრილობაზე?

ავ: მისი ბოლო ავადმყოფობის დრო, ლენინი მიხვდა პარტიის ლიდერობის სერიოზულ გადახრებს. მიუხედეავად სტალინის ენერგიული მცდელობებისა მოეწყივტა ის რეალობისგან, ლენინმა შეიტყო სტალინისა და მისი მოკავშირეების, ძერჟინსკისა და ორჯონიკიძის მოქმედებები საქართველოში. გამოიყენეს რა ბიუროკრატიული მეთოდები, მათ ფეხქვეშ გათელევს ხალხის ეროვნული სენტიმენტები და შეავიწროვეს ქართველო ბოლშევიკები, მათ გამოყენეს ფიზიკური ძალაც კი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.

ლენინი ამ ფაქტმა აღაშფოთა და მოითხოვა ორჯონიკიძის, სტალინის მარჯვენა ხელის, გარიცხვა პარტიიდან. მან მისწერა წერილი ბუდუ მდივანს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერს და შეპირდა ქართველ ბოლშევიკებს სრული მხარდაჭერა სტალინის, ძერჟინსკისა და ორჯონიკიძის წინააღმდეგ. სიკვდილის უკანასკნელ წუთებში ლენინი ემზადებოდა სტალინისს წინააღმდეგ ბრძოლისთვის (მისმა მდივანმა თქვა: “ვლადიმერ ილიჩი ბომბს ამზადებს სტალინისთვის”) და ტროცკისთან შეკრა ბლოკი.

მაგრამ მალევე რაც ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა, მას აღარ შეეძლო პარტიის ყრილობაზე დასწრება. როდესაც ის უუნარო გახდა ავადმყოფობის გამო, ამან ყველაფერი შეცვალა. არავის არ ჰქონდა ისეთი ავტორიტეტი როგორიც ლენინს, და ტროცკის არ სურდა ბრძოლის დაწყება ყრილობაზე რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო ნაადრევი განხეთქილებით. ამავდროულად მას კვლავ ჰქონდა იმედი ლენინის გამოჯანმრთელების. მაშასადამე მან გადაწყვიტა დრო მოეგო.

იმისათვის რომ შევაფასოთ ტროცკის მოტივები, აუცილებელია გავიგოთ ობიექტური კონტექსტი რომელშიც ვიწრო პარტიული ბრძოლა წარმოებდა. არსებობდა საშიშროება რომ განხეთქილება პარტიის ლიდერობაში გამოიწვევდა განხეთქილებას კლასში შორის, რაც დაასუსტებდა პროლეტარიატის დიქტატურას და გამოიწვევდა კაპიტალისტურ კონტრრევოლუციას. წამყვანი ჯგუფი (“ტროიკა”) ტროცკის ადანაშაულებდა ყველაფერში და მას არ უნდოდა ეთამაშა განმხეთქილებლის როლის თამაში. ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ გადაწყვიტა მან არ დაეწყო ღია ბრძოლა პარტიის მეთორმეტე ყრილობაზე.

კ: თავის ავტობიოგრაფიაში “ჩემი ცხოვრება”, ლეონ ტროცკი ადასტურებს რომ ლენინმა ის აარჩია როგორც ყველაზე აშკარა მემკვიდრედ პოლიტიკურ ბიუროში. რას ფიქრობთ იმაზე რომ ლენინმა არ გახადა ეს გადაწყვეტილება საჯარო?

ავ: მეთორმეტე ყრილობა გაიმართა 1923 წლის პირველ კვირეებში, იმ დროს როდესაც წამყვანი ჯგუფი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული თავის პოზიციაში და აგრძელებდა ფრთხილ მოქმედებას. სტალინი კვლავ თამაშობდა თითქოს და მეორეხარისხოვან როლს. ის პრაქტიკულად უცნობი იყო პარტიული კადრების ვიწრო ფენის გარეთ. ეს იყო ზინოვიევი რომელმაც ითამაშა წამყვანი როლი იმ ეტაპზე.

ლენინიც თვის მხრივ ფრთხილად მოქმედებდა ამ დროს. მას არ გაუხდია ეს წერილი საჯარო რადგან ის იმედოვნებდა პრობლემის გადაჭრას პარტიის შიგნითვე. იმ ეტაპზე, არც ლენინს, ტროცკის და არც რომელიმე სხვა მონაწილეს არ ჰქონდა გაცნობიერებული სიტუაციის სიმძიმე ან სად უნდა დამთავრებულიყო ის. ლენინი შშობდა კაპიტალისტური კონტრევოლუციის საფრთხეზე (შიშს იზიარებდა ტროცკიც). ამ საკითხზე ლენინი წერდა: “ჩვენი პარტია ეყრდნობა ორ კლასს, და ამ მიზეზით მისი არასტაბილურობა შესაძლებელია, და თუ არ შეიძლება არსებობდეს შეთანხმება ამ კლასებს შორის, მისი (პარტიის) დაშლა გარდაუვალია. ამ მდგომარეობაში უსარგებლო იქნება რაიმე ზომების მიღება ან ზოგადად დისკუსია ჩვენი ცენტრალური კომიტეტის სტაბილურობაზე. ამ მდგომარეობაში ვერანაირი ზომა ვერ შეძლებს შეაჩეროს განხეთქილება. მაგრამ იმედი მაქვს ეს მოხდება ძალიან შორეულ მომავალში.’’

ლენინი შიშობდა რომ ღია განხეთქილებას ტროცკისა და სტალინს შორის შეიძლება პროვოცირება მოეხდინა პარტიის გახლეჩვას კლასობრივ ხაზებზე. სწორედ ამიტომ არ გახადა მან თავისი ხედვები საჯარო და ასევე ამიტომ გამოხატა თავი ანდერძში თავშეკავებული ენით. არ დაგავიწყდეთ რომ მა სგანზრახული ჰქონდა პირადად მისულიყო მეთორმეტე ყრილობაზე, სადაც მჯერა რომ ის თავს უფრო მკვეთრად გამოხატავდა თავის პოზიციას.

თავის ანდერძში ლენინმა თქვა რომ ტროცკი “გამოირჩეოდა არა მხოლოდ დიდი უნარით. პირადად ის არის სავარაუდოდ ყველაზე უნარიანი ადამიანი დღევანდელ ც.კ. [...]”. სტალინთან მიმართებით მან დაწერა: “ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, თავის ხელში მოიქცია შეუძღუდავი ძალაუფლება, და მე არ ვარ დარწმუნებული რომ ის მუდამ სიფრთხილით გამოიყენებს ამ ძალაუფლებას.” აქ ლენინი ფრთხილობდა, მაგრამ მოგვიანებით დაამატა პოსტკრიპტი სადაც ის ადანაშაულებს სტალინს უხეშობასა და არალოიალობაში და ადვოკატირებდა მის მოხსნას გენერალური მდივნის თანამდებობიდან.

პრობლემა არის ის რომ ძალიან ადვილია მოვლენებს დახედო ზევიდან ბრძნული წინდახედულებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ სტალინისა და ბიუროკრატიის აღმასვლა არ მომხდარა ერთ ღამეში. ეს იყო გრადუალური პროცესი რაც ირეკლავდა ქვეყნის რეალურ სიტუაციას, რევოლუციის იზოლაციას საშინელი ჩამორჩენილობის პირობებში. დასაწყისში ის არ გამოხატულა აშკარა პოლიტიკურ განსხვავებებში. არამედ გარკვეულ განწყობებში რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში. რეალურად ეს იყო წვრილ-ბურჟუაზიული რეაქცია ოქტომბრის ტრადიციების წინააღმდეგ.

ბიუროკრატს ზოგადად სურს მშვიდი ცხოვრება, დატოვონ მარტო თავის სამუშაოსთან და “წერსიგში” ყავდეს საზოგადოება თავისი ოფისიდან. მისთვის მუშათა ჩართულობას უსიამოვნებაა. საბჭოთა ბიუროკრატისთვის 1917-19 წლების შტორმი და სტრესი რაღაც უცხო რამ იყო - რაღაც კოლექტიური სიგიჟე და სოციალური უწესრიგობა. მაშასადამე რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლების შემდეგ ბიუროკრატია ესწრაფვოდა მშვიდობასა და წესრიგს. ეს იყო ფსიქოლოგიური ბაზისი “თეორიისა” სოციალიზმი ერთ ქვეყანაში. ბიუროკრატიის ფსიქოლოგიამ გამოხატულება პოვა სტალინის ფრაქციაში. მაგრამ ეს ჯე რკიდევ მომავლის მუსიკა იყო.

შემთხვევით, სტალინი ვერ ხვდებოდა ვერაფერს და ვერ სჭვრეტდა ვერაფერს. ტიპიური ბიუროკრატი (ტროცკიმს მას უწოდა “პარტიის გამოჩენილი უფერულობა”), ის მოქმედებდა ემპირიულად, არანაირი წინასწარ განსაზღვრული გეგმის გარეშე გარდა იმისა რომ დაეწინაურებინა თავისი თავი და გაენადგურებინა მოწინააღმდეგეები. ტროცკიმ ერთხელ თქვა, სრული დამაჯერებლობით, სტალინს იმ დროს რომ სცოდნოდა სად დაამთავრებდა, ის არ წავიდოდა წინ.

კ: რა იყო ტროცკის პოზიცია როდესაც ლენინის ანდერძი ცნობილი გახდა პოლიტიკური ბიუროს შეხვედრაზე? დაეთანხმა თუ არა დოკუმენტის გავრცელებას მომდევნო ყრილობისთვის?

ავ: ლენინმა ანდერძი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა, 1923 წლის 4 იანვარს. ის გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს, მაგრამ რეალურად მისი პოლიტიკური ცხოვრება 1923 წლის მარტში დასრულდა. მხოლოდ ორმა პიროვნებამ იცოდა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ: სტენოგრაფისტმა ვისაც კარნახობდა და ლენინის ცოლმა, ნ. კრუპსკაიამ. სანამ არსებობდა იმედი ლენინის გამოჯანმრთელების, კრუპსკაიამ დოკუმენტი საიმედოდო შეინახა. მაგრამ ლენინის სიკვდილის შემდეგ, მეცამეტე ყრილობის თავზე, მან ანდერძი გადასცა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს, ასე რომ წერილი უნდა გამხდარიყო პარტიის ყურადღების ობიექტი ყრილობაზე ლენინის სურვილით.

ანდერძის პირველი ოფიციალური წაკითხვა კრემლში მოხდა 1924 წლის 22 მაისს პარტიის მეცამეტე ყრილობაზე, უხუცესთა საბჭოში, როდესაც ის კამენევმა წაიკითხა. ამ დროისთვის პარტიის აპარატი ნახევრად ტროიკის ხელში იყო. ისინი ბუნებრივია წინააღმდეგნი იყვნენ ყრილობაზე ანდერძის წაკითხვის. მაგრამ კრუპსკაიამ მოითხოვა. საკითხი გადაეცა უხუცესებს ყრილობაზე - პროვინციული დელეგაციების ლიდერებს. სწორედ აქ შეიტყვეს პირველად ტროცკიმ და ცენტრალური კომიტეტის სხვა ოპოზიციონერმა წევრებმა ანდერძის შესახებ.

ამ შეხვედრაზე კამენევმა ტექსტის ხმამაღლა კითხვა დაიწყო. არავის ჰქონდა ნება ჩანაწერების გაკეთების, ტროიკას მანევრების შედეგად რეზოლუცია ჩაეშვა, სადაც დოკუმენტი უნდა წაეკითხათ თითოეული დელეგაციისთვის ცალ-ცალკე აღმასრულებელ სესიაზე; კვლავ არავის არ ჰქონდა ჩანაწერების გაკეთების უფლება; და ყრილობის პლენარულ სესიაზე ანდერძის მოგონების უფლება. კრუპსკაია ამტკიცებდა რომ ეს იყო პირდაპირი დარღვევა ლენინის სურვილების. მაგრამ უხუცესთა საბჭოს წევრები შეურიგებლები აღმოჩნდნენ და უმავლესობამ მიიღო ტროიკის რეზოლუცია.

მრავალი წელი არავინ არ იცოდა რუსეთში ანდერძის არსებობის შესახებ. ის გამოქვეყნდა მხოლოდ ცენტრალური კომიტეტის სტენოგრაფულ მოხსენებაში, მისაწვდომი მხოლოდ პარტიის ფუნქციონერებისთვის, და მალევე გაქრა. პარტიის ფართ წევრობამ მის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით სტალინისტები უარყოფდნენ მის არსებობას. მაქს ისტმანმა, ვინ მხარს უჭერდა მემარცხენე ოპოზიციას, პირველად გამოაქვეყნა ლენინის ანდერძი 1920იან წლებში (საბჭოთ კავშირის გარეთ). ის საჯარო მხოლოდ ხრუშოვის 1956 წლის ცნობილი სიტყვის შემდეგ გახდა სადაც მან დაგმო სტალინის დანაშაულებები.

ტროცკი თავის სტალინის ბიოგრაფიაში ამბობს რომ დოკუმენტი რომელიც ცნობილი გახდა როგორც ლენინის ანდერძი იყო “ლენინის უკანასკნელი რჩევა თუ როგორ უნდა ორგანიზებულიყო პარტიის ლიდერობა.” ლენინი სტალინის მეთოდებში ხედავდა დასაწყისს “ბიუროკრატიზმის არა მხოლოდ საბჭოთა ინსტიტუციებში არამედ პარტიაშიც.” ამ საფრთხესთან საბრძოლველად მან დააწერინა კონფიდენციალური წერილი სადაც შეაფასა ცენტრალური კომიტეტის ლიდერები, და ათი დღის შემდეგ, დაუმატა პოსტსკრიპტი სადაც ითხოვდა სტალინის მოხსნას პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან.

როგორც ვთქვით, შიში იმისა რომ განხეთქილება პარტიაში გამოიწვევდა კაპიტალისტურ კონტრრევოლუციას იყო მიზეზი ტროცკის გადაწტვეტილებისა, დაეჭირა ფრთხილი პოზიცია. პოლიტიკური განსხვავებები, რომლებიც გამოიკვეთა მომდევნო წლებში, ჯერ კიდევ არ გამოკვეთილა აშკარად. ისინი არსებობდნენ მხოლოდ ემბრიონულ ფორმაში. საფრთხე იყო იმისა რომ ტროცკისა და წამყვანი ჯგუფის შეჯახება ვერ იქნებოდა გაგებული მასების მიერ, ან დანახული იქნებოდა როგორც პირადი კონფლიქტი. ფაქტობრივად, განსხვავებები პარტიაში იყო ანარეკლი სხვადასხვა კლასებისა და ჯგუფების ინტერესებისა საზოგადოებაში და შეუძლებელია გარეთ გაგებულიყო ეს ღრმად ჩამჯდარი სოციალური ტენდენციები.

კ: როგორ განსაზღვრავდი როლს რუსულ რევოლუციაში რომელიც ითამაშეს ზონოვიევმა და კამენევმა?

ავ: ზინოვიევი და კამენევი მნიშვნელოვანი ლიდერები იყვნენ ბოლშევიკური პარტიის, რომელსაც ისინი 1914 წლამდე შეუერთდნენ. თუმცა მათ დაუშვეს სერიოზული შეცდომები. 1917 წელს ისინი მერყეობდნენ მუშების მიერ ძალაუფლების ხელში აღების საკითხზე. თებერვალში, მას შემდეგ რაც მუშებმა გადააგდეს კერენსკის მთავრობა, კამენევმა და სტალინმა დაიკავეს მომრიგებლური პოზიცია რეფორმისტ ლიდერებთან და ბურჟუაზიულ დროებით მთავრობასთან მიმართებით.

ლენინი იძულებული გახდა მძლავრი ფრაქციული ბრძოლა დაეწყო აპრილის კონფერენციაზე, ეყრდნობოდა რა პროლეტარულ მასებს, მან გადააიარაღა პარტია და მისცმა მას სწორი ორიენტაცია სლოგანით: ძალაუფლება საბჭოებს.

მოგვიანებით, ოქტომბრის ამბოხების დროს, ზინოვიევმა და კამენევმა კვლავ დაიწყეს მერყეობა და დაუპირისპირდნენ აჯანყების პოზიციას. მათ ბურჟუაზიულ პრესაშიც კი გამოაქვეყნეს აჯანყების გეგმები, რისთვისაც ლენინმა მათ უწოდა სტრაიკ ბრეიკერები და მოითხოვდა მათი პარტიიდან გარიცხვასაც კი. თუმცა, ამბოხების შემდეგ მათ დაუყოვნებლივ შესთავაზეს თავი რევოლუციის სამსახურს და მიიღეს წამყვანი პოზიციები პარტიაში.

ლენინის სიკვდილამდე, მათ შეკრეს საიდუმლო ბლოკი სტალინთნ ცნობილია როგორც ტროიკა (ტრიუმვირატი) ტროცკის წინააღმდეგ. სწორედ მაშინ მათ გამოიგონეს “ტროცკიზმის” მითი იმისათვის რომ გაემიჯნათ ლენინი და ტროცკი პარტიის თვალში. ზინოვიევს პირადი ამბიციები ამოძრავებდა, ის თვლიდა რომ თავად უნდა ყოფილიყო ლენინის მონაცვლე. მან წამყვანი როლი ითამაშა ტროცკის წინააღმდეგ წარმართული კამპანიის წინააღმდეგ. მაგრამ სცენის უკან ეს სტალინი იყო რომელიც ახდენდა ძალის კონსოლიდაციას.

1926 წელს სტალინმა პირველად, საჯაროდ გაახმაურა სოციალიზმის ერთ ქვეყანაში აშენების იდეა, ზინოვიევი და კამენევი დაშორდნენ მას, ისინი შეაშფოთა იმ მიმართულებამ რომლისენაც სტალინი მიდიოდა. მათ მოგვიანებით შეკრეს ბლოკი ტროცკისთან - ერთიანი ოპოზიცია, რომელმაც დაიწყო ბრძოლა სტალინისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ, ლენინიზმისკენ დაბრუნებისთვის, საბჭოთა დემოკრატიისთვის, ინდუსტრიალიზაციისა და ხუთ წლიანი გეგმებისთვის, სტალინისა და ბუხარინის მემარჯვენე პრო-კულაკური გადახრების წინააღმდეგ და პროლეტარული ინტერნაციონალიზმისთვის.

1927 წელს ოპოზიციის გაძევების შემდეგ, ზინოვიევი და კამენევი კაპიტულირდნენ სტალინის წინაშე. ამან ისინი არ იხსნა. ისინი მოიგვიანებით გარიცხეს პარტიიდან და დააპატიმრეს. ისინი კვლავ კაპიტულირდნენ, მაგრამ გადაეცნენ სასამართლოს (სტალინის პირველი ცნობილი წმენდა) და სიკვდილით დასაჯეს. ამით დაიწყო - როგორც ტროცკიმ აღნიშნა - ცალმხრივი სამოქალაქო ომისა რომელიც გააჩაღა სტალინმა ბოლშევიკური პარტიის წინააღმდეგ.

მიუხედავად მათი ყველა შეცდომისა და ნაკლოვანებისა, კამენევი და ზინოვიევი იყვნენ გულწრფელი რევოლუციონერები, სოციალიზმისა და მუშათა კლასის საქმის ერთგულები. იმისათვის რომ სტალინს მოეხდინა ძალაუფლების კონსოლიდაცია მას უნდა გაენადგურებინა ლენინის პარტია და განსაკუთრებით მისი წამყვანი კადრები. სწორედ ამიტომ მოკლა მან ზინოვიევი და კამენევი, სხვა უამრავ ძველ ბოლშევიკთან და თავგადადებულ კომუნისტთან ერთან. ეს აჩვენებს რომ სტალინიზმი და ლენინიზმი ურთიერთ გამომრიცხავია. ისინი გამიჯნულნი არიან ერთმანეთისგან სისხლის მდინარეებით.